აჭარაში მიმდინარე წელს 18 საჯარო სკოლისა და სპორტული დარბაზის მშენებლობა და 40 სკოლის სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაციაა დაგეგმილი- ინფორმაციას აჭარის განათლების სამინისტრო ავრცელებს.
აჭარის მთავრობის მიერ გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში სკოლები აღიჭურვება სხვადასხვა ინვენტარით, რისთვისაც ჯამში 18 მლნ. ლარზე მეტია გათვალისწინებული.