''ტვ პირველის“ ჟურნალისტის საქმე

03 ივლისი 2021, 15:23 1296 ნახვა

ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც „ტვ პირველის“ ჟურნალისტზე თავდამსხმელი 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება საშიშ თამაშს უწოდებს.

ცნობისთვის,  ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს წალკაში თავს 30 ივნისს იმ დროს დაესხნენ, როცა მოსახლეობის პრობლემების გასაშუქებლად ადგილზე ჩავიდნენ."პირველების" რეპორტიორ ნინო ელიკაშვილსა და ოპერატორ პაპუნა ხაჩიძეს  გამგებლის ბიძა, გოჩა აფრასიძე, ფიზიკურად გაუსწორდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი