,,ქართული ოცნება“ ერთადერთი პარტიაა, რომელმაც თბილისი პრაიდის ჩატარებას მხარი არ დაუჭირა

02 ივლისი 2021, 19:22 1300 ნახვა

„ქართული ოცნება“ ლგბტქ უფლებების შესახებ ერთობლივი მემორანდუმის მიღმა. მმართველი პარტია დოკუმენტზე ხელმოწერის საჭიროებას ვერ ხედავს,თუმცა ამბობენ, რომ ძალადობა დაუშვებელია და ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება. „პრაიდი“ დიდ დარტყმას აყენებს  ეროვნულ ერთობას.“ - ასე უკვე „რიონის ხეობის მცველები ფიქრობენ“, რომ კვირეულის გამართვის იდეა ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ აზრს, გამოხატავს მხოლოდ გარკვეული ჯგუფის ვიწრო ინტერესებსა და მიმართულია სამოქალაქო ერთობის წინააღმდეგ. „თბილისი პრაიდის“ გამართვას კი ოპოზიციის სრული მხარდაჭერა აქვს. გუშინ „პრაიდის“ პირველი ღონისძიება ინციდენტის ფონზე  დასრულდა.  შინაგან საქმეთა სამინისტრომ "პრაიდის კვირეულის" დაკავებული მოწინააღმდეგეებიდან 20 ხელწერილით გაათავისუფლა. 3 კი იზოლატორშია გადაყვანილი.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში