"რუსთავი 2" - ის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა

02 ივლისი 2021, 13:36 963 ნახვა

საქალაქო სასამართლოში "რუსთავი2"-ის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა. 

პროცესზე "რუსთავი2"-ის დამფუძნებლების ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის მხარემ გარკვეული მტკიცებულებების დასაშვებად ცნობა მოითხოვა. მათ შორისაა "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" კვლევა.

აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა.

ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის ადვოკატის კახა კოჟორიძის განცხადებით, მათ მოლოდინი აქვთ, რომ სარჩელი დაკმაყოფილდება. 

"რუსთავი2"-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ტელეკომპანიის 60%-ზე დაობენ.

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას თქმით, აღნიშნულ დავას არგუმენტები არ აქვს და იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო სარჩელს არ დააკმაყოფილებს.

იმის გამო, რომ მეორე მხარე აღნიშნულ მტკიცებულებებს უნდა გაეცნოს, პროცესი 15 სექტემბრამდე გადაიდო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი