ბათუმის ''დინამომ'' გასვლაზე თბილისის ''დინამო'' დაამარცხა და პირველობა დაიბრუნა

01 ივლისი 2021, 22:28 1065 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის 21-ე ტურის შეხვედრაში ბათუმის ''დინამომ'' გასვლით შეხვედრაში თბილისის ''დინამო'' დაამარცხა.

''დინამო არენაზე'' გამართული მატჩი გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა ბათუმელებმა 2-1 მოიგეს. მე-18 წუთზე შავიზღვისპირელთა შეცდომის შემდეგ ზორან მარუშიჩმა ისარგებლა და მატჩში ანგარიში გახსნა, რითაც დედაქალაქელები დაწინაურდნენ.

მეორე ტაიმის 79-ე წუთზე ალთუნაშვილის გადაცემის შემდეგ შორეული დარტყმით ირაკლი აზაროვმა ანგარიში გაათანაბრა. 89-ე წუთზე ბათუმელების დარტყმული ბურთი ხარიხამ აისხლიტა და კვასხვაძის კარი გადარჩა.

ძირითადი დროის ბოლო წუთზე ნავალოვსკის გადაცემის შემდეგ ჯოვინო ფლამარიონმა გაიტანა და ბათუმის დინამოში დაბრუნების შემდეგ პირველი გოლი აღნიშნა.

შეხვედრის კომპენსირებული დროის ბოლო წუთზე კი თბილისელების სახიფათოდ დარტყმული ლაზარე კუპარტაძემ მოიგერია და ბათუმის ''დინამომ'' მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.

ამ მოგების შემდეგ ბათუმის ''დინამო'' 43 ქულით ისევ პირველ ადგილზე აღზევდა. თბილისის ''დინამო'' კი 41 ქულა აქვს და მეორე ადგილს იკავებს.

გია გეგუჩაძის გუნდს მომდევნო შეხვედრა 7 აგვისტოს ექნება, მანამდე ეროვნულ ლიგაში შესვენება იქნება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში