ლევან ვარშალომიძემ დეპუტატის მანდატზე უარი თქვა, თუმცა პოლიტიკაში რჩება. ის 2016 წლის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და გადაწყვეტილების მიზეზად სწორედ ამ ფაქტს ასახელებს. თუმცა მისი გუნდის სხვა წევრები უმაღლესი საბჭოს მანდატებზე უარს არ ამბობენ, ლევან ვარშალომიძის მაგივრად საკანონმდებლო ორგანოში ასმათ დიასამიძე შედის.