"მშვიდობიანი მარშის უსაფრთხოება სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს" -„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები ხელისუფლებას მიმართავენ

01 ივლისი 2021, 13:24 764 ნახვა

''თბილისი პრაიდის“ კვირეულის ორგანიზატორებმა ხელისუფლებას მიმართეს, მიიღოს ზომები, რათა „პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში მათი უფლებები და უსაფრთხოება დაცული იყოს.

მათ სპეციალური ბრიფინგი პარლამენტში, უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად გამართეს.

საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა ხათუნა სამნიძემ და ანა წითლიძემ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართეს, დროულად დანიშნოს კომიტეტის სხდომა, სადაც შინაგან მინისტრი პრაიდის უსაფრთხოდ ჩატარების თაობაზე კითხვებს უპასუხებს.

ხათუნა სამნიძის თქმით, იმ ფონზე, როცა ისმის კონკრეტული ჯგუფებისგან ძალადობისკენ მოწოდება, მნიშვნელოვანია გარანტიების მიღება.

"თბილისი პრაიდის" ორგანიზატორების თქმით, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს კონსტიტუციით დაცული უფლების რეალიზება. მათ იმედი გამოთქვეს, რომ „პრაიდკვირეულის“ მშვიდობიანად შეძლებენ.

“სახელმწიფომ უსაფრთხოების ძალიან მკაფიო გარანტიები უნდა მოგვცეს. მარში იქნება მშვიდობიანი და მშვიდობიანი მარშის უსაფრთხოება სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. ანტიდისკრიმინაციული კანონი მიღებულია "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში და მათ უნდა აღასრულონ ის, რაც ამ კანონში წერია", - განაცხადა თბილისი პრაიდის გამგეობის წევრმა ნინია კაკაბაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში