“8 ოქტომბრის საპარლამენტო და აჭარის რეგიონულ არჩევნებში ”ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვების შემდეგ ლევან ვარშალომიძე უნდა დაბრუნდეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ და გააგრძელოს რეგიონის აღმშენებლობის საქმე”, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” საკუთარ გვერდზე წერს და ლევან ვარშალომიძესთან შეხვედრის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს. მიხეილ სააკაშვილმა 12 წლის წინ აჭარაში განვითარებული მოვლენებიც გაიხსენა.