ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა

30 ივნისი 2021, 14:54 1196 ნახვა

ხელვაჩაურის საკრებულოს გადაწყვეტილებით,  მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და სივრცცითი მოწყობის რეგულაციებში ცვლილებები შევიდა.

ცვლილებით,  ხელვაჩაურის მცხოვრებლებს სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე თავისუფლად შეეძლებათ შენობა-ნაგებობისა და სხვა ბიზნეს-საქმიანობის დაწყება. ამისთვის სავალდებულო აღარ იქნება მიწის ნაკვეთისთვის დანიშნულების შეცვლა, რაც აქამდე  პრობლემური იყო.

დღესვე დეპუტატებმა სხდომაზე  მხარი დაუჭირეს სარფი-კვარიათის პლაჟების იჯარით გაცემაზე აუქციონის გამოცხადებას, რომლის შედეგადაც შესაძლოა ფიქსირებული ფასი გაიზარდოს.

დადგინდა, რომ პლაჟის ერთი კვადრატული მეტრის ფასი 6 ლარი იქნება.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი