“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, პირველ ივლისს 23:00 საათიდან 2 ივლისის 08:00 საათამდე აჭარას ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდება.
მიზეზი აჭარის გამზომ კვანძზე დაგეგმილ სარეკონსტრუქციო სამუშაოებია.
გაზის მიწოდება ასევე შეუწყდებათ, ურეკის, ლაითურის და ოჩხამურის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს.