თითქმის 8 საათიანი სხდომის მიუხედავად, 25 ივნისს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ანგარიშზე პოლიტიკური დებატები ვერ გაიმართა, ამიტომ პროცესი დღეს გაგრძელდება. მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატებს მთავრობის საქმიანობის ანგარიში ჩააბარა, მას კითხვით 70-მა დეპუტატმა მიმართა.
სწორედ ამის შემდეგ უნდა დაწყებულიყო დებატები, თუმცა იმის გამო, რომ მასში მონაწილეობა თითქმის ყველა პოლიტიკურ ჯგუფს უნდოდა, სხდომის ეს ნაწილი დღეისთვის ჩაინიშნა.