„უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ თემაზე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრაზე რეგიონული უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა რექტორთა კონფერენციის დაარსების ხელშეკრულების საბოლოო ვარიანტი განიხილეს. პროექტის ფარგლებში იგეგმება რეგიონული პარტნიორობის სქემის: რექტორთა კონფერენციის აკადემიური სტრუქტურის ჩამოყალიბება, რომლის პრეროგატივა იქნება საუნივერსიტეტო მისიით გათვალისწინებული დასახული მიზნების მიღწევის გზებზე მსჯელობა, სტრატეგიული გეგმის ძლიერი და სუსტი მხარეების გაანალიზება და გამოცდილების გაზიარება.