ფოლკლორის ცენტრის სალოტბარო სკოლების ყოველწლიური ფესტივალი „მომავლის ხმები“ საზეიმოდ დაიხურა. ფესტივალში სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები 200 ბავშვი მონაწილეობდა. სამდღიანი ფესტივალის ფარგლებში ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში კონცერტები გაიმართა.
მონაწილეებმა მაყურებელს საკუთარი კუთხის ტრადიციული სიმღერა-გალობის ნიმუშები წარუდგინეს. მოგვიანებით კი შეკვეთილში ბავშვებისთვის სხვადასხვა გასართობი აქტივობა მოეწყო.
ფოლკლორის ცენტრის 27 სალოტბარო სკოლა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს, სადაც ქართული ტრადიციული სიმღერა-გალობის შესწავლა ყველა მსურველს შეუძლია.