ქედაში, სოფელ გეგელიძეებში ფრიდონ ხალვაშის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია იგეგმება. სამუშაოებისთვის ტენდერი ქედის მერიამ უკვე გამოაცხადა. სატენდერო პირობების მიხედვით, შენობას კაპიტალური რესტავრაცია უნდა ჩაუტარდეს.
გარდა ამისა იგეგმება ფრიდონ ხალვაშის სახლმუზეუმის პირველ სართულზე პოეტის შვილის- ზაზა ხალვაშის კინოსტუდიის მოწყობა, რომელიც აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო თანამედროვე ტექნიკითა და ინტერნეტით. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარულ დღეში უნდა დაასრულოს. სამუშაოებისთვის 300 ათასი ლარია გათვალისწინებული.