ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის“ ფარგლებში სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი მიმდინარეობს, რომელშიც ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 27 წარმომადგენელი მონაწილეობს. ქართველი, ამერიკელი, უკრაინელი, ლატვიელი, ესტონელი და თურქი სამხედრო მოსამსახურეები სამი კვირის განმავლობაში წვრთნებს საჩხერისა და ჭიათურის საწვრთნელ უბნებზე გადიან.