იურიდიულ-საპროცედურო კომისიის სხდომას დღეს არ ესწრებოდნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები”. ამ დრომდე გაურკვეველია “ნაციონალური მოძრაობის” პოზიცია - შედის თუ არა 5 მანდატიანი ოპოზიცია უმაღლეს საბჭოში? ლევან ვარშალომიძემ 31 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას 4 დღეში მიიღებდნენ. თუმცა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დღესაც არ დააკონკრეტა როდის გახდება გადაწყვეტილება ცნობილი.