არც ერთი სტრუქტურა არ ფლობს სრულ ინფორმაციას იმის შესახებ, მდგრადია თუ არა ამა თუ იმ საცხოვრებელი ბინის კონსტრუქცია. ხშირად შეგხვდებათ მაღალ სართულიან კორპუსებზე დაშენებები და მიშენებები. კანონიერად თუ ხშირად თვითნებურად. ბათუმში ბევრია დაძველებული აივნები, რაც ხშირად ადამიანების სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს. წლებია ქვეყანაში ინდივიდუალური მიშენებები აკრძალულია, რადგან უსაფრთხოებასთან ერთად ქალაქის იერ-სახე მახინჯდება.