საპარლამენტო არჩევნების ანალოგიურად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღიც კანონით იქნება განსაზღვრული.
"საარჩევნო კოდექსით“ იქნება გათვალისწინებული, რომ საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თემის მერის მორიგი არჩევნები ოქტომბრის პირველ შაბათს გაიმართება. 2021 წლის ადგილობრივი არჩევნები კი 2 ოქტომბერს გაიმართება.
არჩევნების თარიღის კანონმდებლობის დონეზე განსაზღვრა ოპოზიციის ინიციატივა იყო, რომელსაც მმართველი გუნდი დაეთანხმა.
"საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების პროექტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით იხილავენ.