დეფიციტური ასტრაზენეკა და აუდიტი დაავადებათა კონტროლის ცენტრში

24 ივნისი 2021, 18:02 737 ნახვა

აუდიტის სამსახური დაავადებათა კონტროლის ცენტრში შევიდა მას შემდეგ, რაც ვაქცინაციის პროცესში "ასტრაზენეკას" გადანაწილებაზე ლოჯისტიკური პრობლემები შეიქმნა, ჯანდაცვის სამინისტრომ საკითხის შესწავლა გადაწყვიტა. რამ გამოიწვია შეფერხება, ეს სპეციალური ჯგუფის მუშაობის შემდეგ გაირკვევა. ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მოხდა დეფიციტური ხარჯვა და არა ვაქცინების გაქრობა. მისი თქმით, ვისაც 10-12 კვირა უსრულდებათ პირველი აცრიდან,  "ასტრაზენეკათი" ვაქცინაციას შეძლებენ. პირველადი დასკვნა დღის ბოლოს გადაეცემა ჯანდაცვის სამინისტროს. ასევე ირკვევა, რომ დღეს აუდიტის სამსახური თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში შევიდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი