მატყუარა კაცების პარლამენტი - ბანერი პარლამენტში 

24 ივნისი 2021, 15:39 1344 ნახვა

მატყუარა კაცების პარლამენტი - ამ შინაარსის ბანერი ხათუნა სამნიძემ და ანა წითლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის აივნიდან გადმოფინეს.

დეპუტატებმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტის იმ მუხლის კორექტირება გააპროტესტეს, რომელიც საარჩევნო სიაში გენდერულ კვოტირებას ეხება.

მათივე განცხადებით, „ქალთა მოძრაობის“ წევრებს დღეს პარლამენტის სხდომაზე დასწრების უფლებაც არ მისცეს.

ახალი ცვლილების თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის პარტიული სიის შედგენის წესი იცვლება. არსებული კანონმდებლობით 2028 წლამდე ჩასატარებელ თვითმმართველობის ყველა არჩევნებში პარტიულ სიებში ყოველი მეორე ქალი უნდა იყოს, ცვლილებების მიხედვით, იქნება ყოველი მესამე.

 

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი