ქართველი მშვიდობისმყოფელების მესამე ნაკადი საქართველოში დაბრუნდა. მე-3 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები „მტკიცე მხარდაჭერის მისიას“ ავღანეთში 6 თვის განმავლობაში ასრულებდნენ. მათი მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის და დაქვემდებარებული ოპერაციის რაიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო.
უახლოეს პერიოდში 32-ე ბატალიონი საქართველოში ეტაპობრივად, სრული შემადგენლობით დაბრუნდება.