საპარლამენტო თანამდებობები

16 ნოემბერი 2016, 00:00 2007 ნახვა

მე-9 მოწვევის პარალმენტში “ქართულ ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს და ის 115 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. ცნობილია, რომ ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე იქნება წარდგენილი,  უმრავლესობის ლიდერად არჩილ თალაკვაძე, ვიცე სპიკერად  კი თამარ ჩუგოშვილი მოიაზრებიან.  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე სოფო კილაძე დასახელდა.  სპორტისა და ახალგაზადულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურას წარადგენენ. გარდა ამისა 6 მანდატი აქვს  პატრიოტთა ალიანსს, რომელიც ვიცე სპიკერად ირმა ინაშვილს წარადგენს. ერთი დამოუკიდებელი  დეპუტატი იქნება სალომე ზურაბიშვილი და ერთი მანდატით არის წარმოდგენილი თოფაძე  მრეწველები. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი