საქართველოში კორონავირუსის 773 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 575 პაციენტი, 12 კი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 37 923 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 636, „პისიარ“ ტესტით – 17 287.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,04 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,42 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,49 პროცენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 773 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 469 შემთხვევა, აჭარა - 24, იმერეთი - 69, ქვემო ქართლი - 50, შიდა ქართლი - 29, გურია - 3, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 50, კახეთი - 59, მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 360 828 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 346 792 გამოჯანმრთელდა, 5 211 კი გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 242 451 ადამიანი, დღიურად აცრილია 3 957.