აჭარის განახლებული ბიუჯეტის ფარგლებში განხორციელდება 14 სკოლის მშენებლობა და 40 სკოლის რეაბილიტაცია

22 ივნისი 2021, 14:05 2037 ნახვა

დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ განახლებული ბიუჯეტი განიხილა. უპრეცედენტო მოცულობის ბიუჯეტი ითვალისწინებს სწრაფ ეკონომიკურ აღმავლობას, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტების გაგრძელებას და გაფართოებას ყველა მიმართულებით, ყველა მუნიციპალიტეტში. ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

განათლება კვლავ რჩება პრიორიტეტად. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი 9 826 500 ლარით გაიზრდება და 63 901 000 ლარს შეადგენს. გაგრძელდება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, განათლების დაფინანსება და ახალგაზრდების ხელშეწყობა.განახლებული

,,ახალი სკოლების ნაკლებობა  წლების განმავლობაში იყო პრობლემა ჩვენი ქალაქისთვის. აშენდება სამი საჯარო სკოლა ბათუმში,   დაგეგმილია ძალიან დიდი პროექტები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში. ახალი ბიუჯეტის ფარგლებში მოგვეცემა  საშუალება არსებულ გამოწვევას ვუპასუხოთ.

ბიუჯეტის ფარგლებში გაიზრდება სახელოვნებო-სასპორტო დაწესებულების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება.

დაიწყება უნივერსიტეტის ახალი კამპუსის მშენებლობის პროექტირება, გაიზრდება სტუდენტთა დახმარების პროგრამები.

აშენდება ახალი საჯარო სკოლები, სამი საჯარო სკოლა ბათუმში, სკოლები ქვემო ვაშლოვანისა და კალოთაში. ჯამში, 2021 წელს განხორციელდება 14 სკოლის მშენებლობა. 40 სკოლას ჩაუტარდება რეაბილიტაცია. გაგრძელდება სკოლების თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით აღჭურვის პროგრამა.

გაიზრდება  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დაფინანსება 386 400 ლარით,  გაორმაგდა თავისუფალი პროექტებისა და კულტურული აქტივობების დაფინანსება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განახლებული ბიუჯეტი 2 835 000 ლარი იქნება'' - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი