საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრი ირაკლი დარცმელიძე განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, შიდა უდიტის დასკვნის მიხედვით ტენდერებში ხარვეზებია აღმოჩენილი, დარღვევებია თანამშრომელთა აყვანა-გაშვების პროცესში. მრჩეველთა საბწოს წევრი მაუწყებლის დირექტორს საკითხზე ადეკვატურ რეაგირებას სთხოვს და სოსო სტურუას პასუხიმგებლობის საკითხის დაყენებას გეგმავს. მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე აუდიტის სამსახურის ანგარიში მოისმინეს, რომელსაც მხარი 3-მა წევრმა დაუჭირა, ორმა კი თავი შეიკავა. დარცმელიძის განცხადებას მაუწყებლის დირექტორი სოსო სტურუა პასუხობს. მისი განცხადებით, აუდიტის დასკვნაში ფინანსურ დარღვევებზე საუბარი არ ყოფილა, რაც შეეხება თანამშრომლებთან ხელშეკრულებებს და ტენდერებს, მხოლოდ პროცედურული დარღვევები გამოვლინდა, რაზეც შესაბამის სამსახურებს რეკომენდაციები უკვე მიეცა.