პარლამენტში ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის საარჩევნო კოდექსზე დახურული კონსულტაციები გაიმართა. ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შემდეგ, პარლამენტი ცვლილებების განხილვას იწყებს, რომელიც დღეს იურიდიულ კომიტეტზე გადის. სავარაუდოდ, საარჩევნო კოდექსს სესიაზე მიმდინარე კვირასვე უყრიან კენჭს.
დოკუმენტის მიხედვით, არჩევნების შემდეგ შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე ავტომატურად გადაითვლიან უბნების 10%-ს; იცვლება ცესკოს, საოლქო და საუბნო კომისიების დაკომპლექტების წესიც.