აჭარაში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

21 ივნისი 2021, 10:57 1408 ნახვა

აჭარაში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში აჭარაში გამოჯანმრთელდა 58 პაციენტი, კლინიკა დატოვა 4-მა.

ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოში მკურნალობს 206 პაციენტი. მძიმეა 57-ის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 11.

რეგიონის მასშტაბით კლინიკურ სასტუმროებში მოთავსებულია 222 პაციენტი.

ბოლო მონაცემებით, თვითიზოლაციაში იმყოფება 1 086 პირი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი