მოსამართლეთა დანიშვნა - ევროპარლამენტარის გამოხმაურება

18 ივნისი 2021, 11:01 187 ნახვა

იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებას ევროპარლამენტარი ეხმაურება. ვიოლა ფონ კრამონი მიიჩნევს, რომ უგულებელყოფილია ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. "შეშფოთებული ვარ საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ნაჩქარევად დანიშვნის გამო.

19 აპრილის შეთანხმების თანახმად, ამბიციური სასამართლო რეფორმა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა და დაკავშირებულია ევროკავშირის ფინანსურ დახმარებასთან.

სასამართლოში "კლანური" სისტემა ძირს უთხრის კანონის უზენაესობას," - ნათქვამია ტვიტერზე გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში