სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე. მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ერთმანეთს პოლიტიკური წარსული და პარტიული აქტივის მობილიზება სოციალურ ქსელში შეახსენეს, რასაც ურთიერთ ბრალადებები მოჰყვა. კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ნაციონალური მოძრაობა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას გეგმავს, მმართველი გუნდი კი ძმებ წულუკიძეებთან დაკავშირებულ ამ კომისიის შექმნის ლეგიტიმაციაზე იმსჯელებს. კამათის პარალელურად დეპუტატებმა ის საკანონმდებლო ცვლილებები განიხილეს, რომლებიც საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება.