ღამის თავშესაფარზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაცია უწოდეს

17 ივნისი 2021, 19:54 1001 ნახვა

ბათუმის მუნიციპალურ ღამის თავშესაფარზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას დღეს სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურნენ მერიაში. ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს დაწესებულებაში ადგილი აქვს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას, დეზინფორმაციაა  და   სამსახურის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.  მამუკა შამილიშვილი ირწმუნება, რომ ბენეფიციარს არაერთხელ მიეცა რეკომენდაცია, მიემართა სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის, რაზეც უარს აცხადებს. შამილიშვილის რწმუნებით, ადმინისტრაციის მიერ ჩატარებული მოკვლევით თანამშრომლის მხრიდან ბენეფიციარზე ზეწოლასთან დაკავშირებით ფაქტი არ დადასტურდა. ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს ხელმძვანელი დეზინფორმაციას უწოდებს თავშესაფარში არსებულ ცუდ პირობებზე გავრცელებულ ინფორმაციასაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში