ქალების როლი მშვიდობასა და უსაფრთხოებაში - საქართველოში კონფერენცია ჩატარდება

16 ივნისი 2021, 11:32 1218 ნახვა

სალომე ზურაბიშვილი და ეუთოს გენერალური მდივანი საქართველოში ქალი ლიდერების კონფერენციის ჩატარებაზე შეთანხმდნენ. ინიციატივა საქართველოს პრეზიდენტს ეკუთვნის. დაანონსებული კონფერენციის მთავარი საკითხები იქნება - ქალების როლი მშვიდობასა და უსაფრთხოებაში.

ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მომავალი ადგილობრივი არჩევნები განიხილეს და ხაზი გაუსვეს არჩევნებში სადამკვირვებლო მისიების, განსაკუთრებით კი, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მონაწილეობის მნიშვნელობას. ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზეც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში