ინფრასტრუქტურული სამუშაოები

16 ივნისი 2021, 11:02 1065 ნახვა

ანგისის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი, ტროტუარები და ბორდიურები მოეწყობა. დაიგება ასფალტი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება  გარეგანათების სისტემას.  სამუშაოები წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

ანგისის პირველ შესახვევში უკვე მოეწყო ახალი საავტომობილო ხიდი, რისთვისაც 542 ათას ლარამდე დაიხარჯა.

ანგისის ხიდის მიმდებარედ, ლორთქიფანიძის ქუჩაზე სკვერის აშენება სრულდება. აქაც მოეწყო სანიაღვრე სისტემა, დაიგო დეკორატიული ფილები, ბორდიურები და მწვანე კორდი, დამონტაჟდა საბაღე სკამები და განათების ბოძები. ინფორმაცია და ვიდეო-მასალა ბათუმის მერიამ მოგვაწოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი