ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრმა მაყურებელს სპექტაკლი მერი პოპინსი უფასოდ შესთავაზა. სპექტაკლი 15:00 და 18:00 საათზე გაიმართა. კოვიდ რეგულაციებიდან გამომდინარე, ერთ ჩვენებაზე დასწრება მაქსიმუმ 100-მა მაყურებელმა შეძლო.