ლარის გასამყარებლად მთავრობამ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება უკვე დაგეგმა, ამ რეკომენდაციას ექსპერტები მმართველ გუნდს ლარის დასტაბილურების მიზნით დიდი ხანია აძლევდნენ. იხელმძღვანელეს თუ არა ე.წ. ქამრის შემოჭერის პრინციპით რეგიონში მუნიციპალური ბიუჯეტის დაგეგმვისას? თამუნა გაზდელიანმა შეადარა მიმდინარე და მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტები.