ირაკლი მიქელაძე შეუსრულებელ სამუშაოში პრემიას იღებდა - ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს

14 ივნისი 2021, 20:05 1237 ნახვა

დღეს, 14 ივნისს, ბათუმში პარტიის ოფისი გახსნა ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ. აჭარაში პარტიის ოფისის ხელმძღვანელი ირაკლი მიქელაძე იქნება.

ირაკლი მიქელაძე ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრია.

"ბათუმელების" ინფორმაციით 2017 წელს, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეობის პერიოდში, ის თვეების განმავლობაში გერმანიაში იმყოფებოდა, საკრებულოს სხდომებს არ ესწრებოდა, თუმცა მის სახელზე პრემია და ხელფასი მაინც იწერებოდა, იღებდა ბენზინისა და ტელეფონის ხარჯებსაც, რისთვისაც ჯამში, 16 450 ლარი დაიხარჯა.

ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ მიქელაძემ პრემიის სახით მიღებული 7050 ლარიდან 1800 ლარი ქალაქის ბიუჯეტში დააბრუნა.

2019 წელს ირაკლი მიქელაძემ დატოვა "ქართული ოცნება", რის მიზეზადაც ოჯახური მდგომარეობა დაასახელა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში