მახინჯაურის მცხოვრებთა მოთხოვნები

06 მაისი 2016, 00:00 5646 ნახვა
00:00
00:00

საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციას, სახურავის შეცვლას და ეზოს კეთილმოწყობას ითხოვენ მახინჯაურში, აღმაშენებლის ქუჩის 13 ნომერში მცხოვრებლები. მრავალბინიანი კორპუსის მცხოვრებლების თქმით, სახლი რეაბილიტაციას საჭიროებს. დღეს მათ ხელვაჩაურის გამგებლის მოადგილე შეხვდა. ნოდარ ხალვაში მათ პრობლემებს პირადად გაეცნო და დახმარებას დაჰპირდა. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში