შეხვედრა ''EMSAS''-ს წარმომადგენლებთან

15 ნოემბერი 2016, 00:00 3551 ნახვა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს ფაქტების დამდგენი მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის მიზანია პროექტის “საზღვაო უსაფრთხოება და უშიშრობა” შედეგების და მიღწევების იდენტიფიცირება. შეხვედრაზე “EMSA”-ს წარმომადგენლებს სააგენტოში მიმდინარე პროცესებს, დაგეგმილ პროექტებსა და რეფორმების შედეგებს აცნობენ.  საუბარი შეეხება ასევე სამომავლო ურთიერთობებსაც. ქართველ მეზღვაურებს 2014 წლის 1 იანვრიდან საშუალება აქვთ დასაქმდნენ ევროკავშირის ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავ ხომალდებზე. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საზღვაო უსაფრთხოების, უშიშროებისა და ზღვის გარემოს დაცვის მიმართულებით ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოსთან, თანამშრომლობას სამომავლოდაც გეგმავს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი