ხვალ, რუსეთის ფედერაციის საბჭო ოკუპირებულ აფხაზეთთან შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შესახებ შეთანხმებას განიხილავს. დოკუმენტს ხელი 2015 წლის 21 ნოემბერს მოსკოვში მოეწერა და ის რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების დანიშნულებას, ფორმირების წესს, განთავსებასა და გამოყენებას განსაზღვრავს. საკითხს ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ “ნაციონალურ მოძრაობაში”. სერგი კაპანაძე დიპლომატიური საერთაშორისო ღონისძიებების გააქტიურების აუცილებლობაზე საუბრობს.