ორი დღე ნატოს სამიტამდე. ნატო-ს მომავალ სამიტზე, საქართველოსა და უკრაინისთვის მხარდაჭერის საკითხიც განიხილება - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, ამ ორ ქვეყანასთან მიმართებით აქცენტი რეფორმებზეა და ალიანსი გააგრძელებს ქვეყნების მხარდაჭერას რეფორმების დანერგვის კუთხით.