ცესკოს შენობაში პარტიების მიერ ინიცირებული იმიტირებული არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება. სიმულაციურ პროცესში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.
მონაწილეების თქმით, მთავარი სიახლე ამომრჩევლების იდენტიფიცირება, ბიულეტენების დასკანერება და დათვლის ელექტრონული პროცესია - ისინი იმედოვნებენ, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები ამ ტექნოლოგიის გამოყენებით ჩატარდება.
ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ასე მმართველ ძალას უფრო გაუძნელდება არჩევნების პროცესის გაყალბება, თუმცა აღნიშნავენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ზეწოლისა და შანტაჟის ფაქტები კვლავაც პრობლემად რჩება.