ნინოწმინდის პანსიონის საქმეს ამჯერად გაერო ეხმაურება. ორგანიზაციაში იმედს გამოთქვამენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გავრცელდება დაწესებულებებში მყოფ ყველა ბავშვზე. ორგანიზაცია გმობს, მცდელობას, რომელიც ხელს უშლის ომბუდსმენს მოვალეობის შესრულებაში. დღეს კიდევ ერთი განცხადება გააკეთა ნინო ლომჯარიამ რომლის პანსიონში შეშვების საკითხი სოციალური მუშაკების მუშაობის დასრულების შემდეგ დადგება დღის წესრიგში. სახალხო დამცველი ამბობს, რომ მათ ბენეფიციარები ყოველდღიურად უკავშირდებიან და მძიმე ისტორიებს ყვებიან.