რუსეთი ირანისთვის თანამედროვე ხელოვნური თანამგზავრის მიწოდებისთვის ემზადება, რომელიც მას საშუალებას მისცემს, თვალყური ადევნოს პოტენციურ სამხედრო სამიზნეებს მთელს ახლო აღმოსავლეთში, - ამის შესახებ ინფორმაციას ვაშინგტონ პოსტი ავრცელებს.
ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ თანამგზავრი სხვადასხვა ობიექტის მუდმივი მონიტორინგის საშუალებას იძლევა, როგორიცაა სპარსეთის ყურის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ისრაელის სამხედრო ბაზები ან ერაყის ყაზარმები, სადაც აშშ-ის ჯარია განთავსებული.
ამასთან, რუსი ექსპერტები გაზაფხულზე ირანში გაემგზავრნენ, რათა გადაემზადებინათ ეკიპაჟი, რომელმაც თეირანის დასავლეთით მდებარე ახლად აშენებული ობიექტიდან თანამგზავრის ოპერირება უნდა განახორციელოს.