ადამიანებს ასეთ დაწესებულებეში კი არა, გარეთ და პარლამენტში არ ჰყოფნით ნერვები - ერთმანეთს სცემენ. რა გასაკვირია, იქ, უფროსმა, ღონიერმა სიტყვით თუ ვერ გააგებინა პატარას, ძალა გამოიყენოს - მეუფე იაკობი

10 ივნისი 2021, 14:43 1220 ნახვა

ადამიანებს ასეთ დაწესებულებეში კი არა, გარეთ და პარლამენტში არ ჰყოფნით ნერვები - ერთმანეთს სცემენ. რა გასაკვირია, იქ, უფროსმა, ღონიერმა სიტყვით თუ ვერ გააგებინა პატარას, ძალა გამოიყენოს. მე, თუნდაც წამორტყმას არ მივესალმები, მაგრამ, როდესაც საუბრობენ გაუპატიურებაზე, ფაქტი ხომ უნდა იყოს. თუ იყო ფაქტი, უმკაცრესად დაისჯებიან,- ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა.

მისივე განცხადებით, პიროვნულმა ურთიერთობამ გამოიწვია ის, რომ საკითხი გახდა ყველას სალაპარაკო.

„ვფიქრობ, მანდ ერთი რამ მოხდა. მეუფე სპირიდონს და ნინო ლომჯარიას არ ჰქონდათ ისეთი პიროვნული ურთიერთობა და როდესაც სახალხო დამცველი არ შეუშვეს, შემდეგ სხვები ჩაერთნენ. პიროვნულმა ურთიერთობამ გამოიწვია ის, რომ ეს საკითხი გახდა ყველას სალაპარკო. რასაც ვუყურებ ბობხასაზე და დრაკულაზე არ იქნება იმდენი დაწერილი, რაც მაქაურობაზე დაიწერა. თუ რამე დარღვევა იყო, სერიოზულად უნდა გამოიკვლიონ. დამნაშავე, რა თქმა უნდა, დაისჯება. ერთი არის, რომ დარღვევაა, მაგრამ ბევრი გრანტებზე მონადირე ადამიანი ვნახე. პირდაპირი ადამიანი ვარ და გეტყვით, რომ გრანტებზე მონადირეები ვნახე. ოჯახში 10 და 15 შვილი რომ გყავს, ხმამაღლა დაუძახებ, ხდება ხოლმე და სამწუხაროდ, აღზრდის მეთოდი შეიძლება იყოს ეს. ადამიანი ვირი არ არის, ცემა არ არის აუცილებელი. სიტყვით შეიძლება - „გველსა ხვრელით ამოიყვანს, ენა ტკბილად მოუბარი“. მაგრამ სისულელეს რომ ლაპარაკობენ, რომ მაცივარში გვამებია...“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი