ვინ ჩამოიყვანა გავრილოვი საქართველოში და ვინ აწყობდა სახელმწიფო გადატრიალებას - ეს იყო თემა, რაზეც დღეს, პარლამენტში დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო. კამათი იყო ამნისტიის კანონპროექტზეც ოპოზიციის ნაწილი უმრავლესობის ინიციატივას აპროტესტებს. საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკურმა ტემპერატურამ პიკს ნიკა მელიას გამოსვლის დროს მიაღწია, თუმცა ვითარება მალევე სხვა დეპუტატებისა და მანდატურის ჩართულობით განიმუხტა. “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადებები შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მელიას კობახიძემ კრიმინალი უწოდა.