საქართველოს მთავრობამ ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილი წარადგინა. აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველად წარადგენს საკუთარ კანდიდატურას საერთაშორისო ორგანიზაციის ასეთ მაღალ თანამდებობაზე. ზურაბ პოლოლიკაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციაზე, იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ეკონომიკის მინისტრი. ამჟამად ესპანეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის პოსტს იკავებს.