დაბა შუახევში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა სრულდება. ამ დროისთვის გადახურულია შენობა და შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით, 3 სართულიანი შენობა 240 მოსწავლეზეა გათვლილი, უნდა გაკეთდეს სასწავლო და დამხმარე ოთახები, სპორტული და სააქტო დარბაზები, ასევე სასადილო.
აჭარის განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებზე . აჭარაში წელს 16 სკოლისა და სპორტული დარბაზის მშენებლობა, 40 სკოლის სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაციის სამუშაოებია დაგეგმილი.