აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იპოთეკით დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფს ხვდება. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა უკვე ერთი საათია მიმდინარეობს და იგი დაზარალებულების ინიციატივით შედგა. თუ რა საკითხებზე გაიმართა მსჯელობა და მიაღწიეს თუ არა სეტანხმებას, შეხვედრის მონაწილეები კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.