კობახიძე მზად არის გახარია დანაშაულში ამხილოს

08 ივნისი 2021, 20:35 1466 ნახვა

ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიას „ქართული ოცნება“ ღალატში ადანაშაულებს და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად „სახელმწიფო გადატრიალების“ სცენარის თანამონაწილედაც განიხილავს.

4 ივნისს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ  „ხელისუფლების აყირავების“ სცენარი ენმ-ის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან საქართველოში დაბრუნებით უნდა დაგვირგვინებულიყო. მისივე თქმით, გახარია ნიკა მელიას დაკავებას აჭიანურებდა; არდაკავებას კი „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ სუსტ ლეგიტიმაციას დააბრალებდა. ირაკლი კობახიძე მზადაა გამოძიებას ექსპრემიერის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი