„იქნება კითხვები, იქნება პასუხებიც“ - ირაკლი კობახიძე მზადაა პროკურატურას ექსპრემიერის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს. ქართული ოცნების თავმჯდომარე ამბობს, რომ გიორგი გახარიას წინააღმდეგ კონკრეტული ფაქტები აქვს, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს.
ამტკიცებს, რომ თებერვალში „ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერი ნაციონალურ მოძრაობასთან და მიხეილ სააკაშვილთან ერთად სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა.
ამ საქმეზე მმართველი გუნდის სხვა წევრებიც არ გამორიცხავენ გამოძიების დაწყებას.
ირაკლი კობახიძემ დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გიორგი გახარია არის ბრძოლის ველიდან გაქცეული ლიდერი, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ წავიდა.