“ჰელადოს” - დღეს პრემიერაა

08 ივნისი 2021, 09:46 1223 ნახვა

დრამატული თეატრის გვერდით მდებარე პარკში, დღეს ღია ცის ქვეშ  პრემიერა გაიმართება. სპექტაკლ ,,ჰელადოსს“ მაყურებელი 20:30 წუთზე ნახავს. წარმოდგენა ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით რეჟისორმა პეტრე ჩარგეიშვილმა დადგა.  

რეჟისორმა პროფესიონალ მსახიობებთან ერთად როლები  სხვადასხვა სკოლიდან შერჩეულ მოსწავლეებს მოარგო. სპექტაკლის მონაწილეებმა  გუშინ საღამოს გენერალური რეპეტიცია გაიარეს.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში